ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ნიპაჰის ვირუსის გავრცელების რისკი შეაფასა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მუდმივ კონტაქტზეა ინდოეთის ჯანდაცვის ორგანოებთან, რათა ნიპაჰის ვირუსის ინფექციის გამოვლენილ შემთხვევებთან დაკავშირებული რისკები შეაფასოს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ტარიკ ჟასარევიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, ინფექციის შემდგომი გავრცელების ალბათობა ამჟამად დაბალ დონეზეა შეფასებული.

ორგანიზაციამ განმარტა, რომ შემთხვევების შესახებ პირველადი შეტყობინების შემდეგ, ის ინდოეთის ხელისუფლებასთან ფედერალურ და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობს. ამ სამუშაოს ფარგლებში, ჯანმო ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს და ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას აანალიზებს.

ჯანმო-ს თანახმად, ინდოეთს აქვს საჭირო შესაძლებლობები და რესურსები, რომ ეფექტურად შეაჩეროს ასეთი აფეთქებები და თავიდან აიცილოს მათი შემდგომი ესკალაცია.

შეგახსენებთ, სიცოცხლისთვის საშიში ნიპაჰის ვირუსის გავრცელება ინდოეთის ქალაქ კალკუტას მახლობლად დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციიღ, ხუთი ადამიანი დაავადდა და დაახლოებით 100 კარანტინში იმყოფებოდა. ამჟამად ამ ვირუსის წინააღმდეგ არც მკურნალობა და არც ვაქცინა არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები