ირაკლი ქადაგიშვილი: ურთიერთობების გადატვირთვის მიზნით თუ ინიშნება საქართველოში უკრაინის ელჩი, ამას მხოლოდ მივესალმებით

“ურთიერთობების გადატვირთვის მიზნით თუ ინიშნება საქართველოში უკრაინის ელჩი, ამას მხოლოდ მივესალმებით”,- ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის მხარე თუ ხედავს, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში ახალი ნაბიჯი უნდა გადადგას, ამას ქართული მხარე მიესალმება.

„კიევი ყველა ელჩმა დატოვა, საქართველოს საელჩოს და ელჩს კი არ დაუტოვებიათ, არც დროშა ჩამოგვიხსნია. ეს იყო ჩვენი პოზიცია, მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენი პოზიცია ისიც იყო, რომ რუსეთს ომს ვერ დავუწყებდით. ხედვა, რომელიც ზელენსკისა და ბევრს ჰქონდა, რომ საქართველო მეორე ფრონტი გამხდარიყო, დღეს ნათელია, რომ რთულად შესასრულებელი კი არა, თითქმის შეუძლებელია. ომის ასე თუ ისე დასრულებასთან დაკავშირებით გარკვეული მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს. როგორც ჩანს, შედეგი ჯერ არ იქნება. უკრაინის მხარე თუ ხედავს, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში ახალი ნაბიჯი უნდა გადადგას, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. ურთიერთობების გადატვირთვის მიზნით თუ ინიშნება ელჩი, მივესალმებით. არ მინდა, ვივარაუდო, რომ ელჩი შეიძლება ინიშნებოდეს იმ მიზნით, რომ ცოტა მაპროვოცირებელი განცხადებების არენად გამოიყენონ. ვისურვებდი, ეს ნაბიჯი პოზიტიური იყოს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები