ისრაელს ტრამპთან ახალი შეთანხმების მიღწევა სურს

ისრაელი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება, რომელიც აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელების მიზნით, 10-წლიან უსაფრთხოების ახალ შეთანხმებას შეეხება,-ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთდახმარების ამჟამინდელი მემორანდუმი 2028 წლამდეა ძალაში. მის თანახმად, ამერიკა ვალდებულია, იერუსალიმს 2019-2028 წლებში 38 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწიოს.

ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მომავალი წლების მხარდაჭერის ფორმატზე. გამოცემა აღნიშნავს, რომ ისრაელის ხელისუფლება ემზადება მომავლისთვის, რომელიც არ ითვალისწინებს მილიარდობით დოლარის ოდენობის ამერიკული გრანტების გამოყენებას და გეგმავს ფოკუსირებას ერთობლივ პროექტებსა და ტექნოლოგიურ თანამშრომლობაზე.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იანვარში გამოცემა „The Economist“-თან ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი აპირებს, 10 წლის განმავლობაში თანდათანობით შეამციროს დამოკიდებულება ამერიკულ დახმარებაზე და აღნიშნა, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები