ირაკლი ქადაგიშვილი: ფასებზე მომუშავე კომისიის შედეგი უნდა იყოს ორი – ფასების შემცირება და გრძელვადიანად სისტემების ისეთი ოპტიმიზაცია, რომელიც ფასების ზრდას პროგნოზირებადს გახდის
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ
ირაკლი ქადაგიშვილმა ფასებზე მომუშავე საპარლამენტო კომისიის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, პროცესის საჯაროობა მნიშვნელოვანია.
„პირველ რიგში პარლამენტმა ამ საკითხების განხილვის დროს უნდა აჩვენოს საჯაროობა, დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და, როდესაც ამ საკითხის კომპლექსური შესწავლა მიმდინარეობს, თუ საჭირო გახდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, ამ ცვლილებების უზრუნველყოფა. შედეგი უნდა იყოს ორი: ფასების შემცირება და საბოლოო ჯამში, გრძელვადიანად სისტემების ისეთი ოპტიმიზაცია, რომელიც ფასების ზრდას პროგნოზირებადს გახდის და არ დარჩება ველი ფასების თვითნებური, კარტელური ან არაპროგნოზირებადი ზრდისთვის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.