“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის გამო; გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაზარალებულებს და დაღუპულთა ოჯახებს” – მაკა ბოჭორიშვილი

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, კორდობის პროვინციის ადამუსის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის გამო”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ამ მძიმე დროს, საქართველო სოლიდარობას უცხადებს ესპანელ ხალხს.

“გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაზარალებულებს და დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე დროს, საქართველო სოლიდარობას უცხადებს ესპანელ ხალხს”, – წერს მაკა ბოჭორიშვილი.

ცნობისთვის, ესპანეთის პროვინცია კორდობაში ორი ჩქაროსნული მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა და 25 მძიმედ დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები