“შეფერხებები არის შემოერთებულ ტერიტორიებზე – ისეთ რელიეფებზე, სადაც უხვი ნალექის გამო დაბალი სიჩქარეა ან ზამთრის საბურავების გარეშე მოძრავ მოქალაქეებს გადაადგილება უჭირთ” – “თბილსერვის ჯგუფის” გენერალური დირექტორი

“შეფერხებები არის შემოერთებულ ტერიტორიებზე – ისეთ რელიეფებზე, სადაც უხვი ნალექის გამო დაბალი სიჩქარეა ან ზამთრის საბურავების გარეშე მოძრავ მოქალაქეებს გადაადგილება უჭირთ”, – ამის შესახებ “თბილსერვის ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პაპავამ განაცხადა.

თუმცა, როგორც მან განმარტა, ტრანსპორტს ძირითად ნაწილში ყველა მიმართულებით შეუძლია გადაადგილება, შეფერხების გარეშე.

“დღეს დილიდან უკვე 230 ჩვენი თანამშრომელი, ცოცხალი ძალა არის ჩართული, 100-ზე მეტი სპეციალიზებული ტექნიკა. 10-ვე რაიონში ვართ გაშლილები 40 საათის განმავლობაში უწყვეტად, არცერთი წუთი არ გაჩერებულა ჩვენი ტექნიკა. მობილიზაცია გაგრძელდება ხვალ დილის 10:00-11:00 საათამდე, როგორც არის გამოცხადებული ინტენსიური ნალექი. არსად ისეთი პრობლემა არ არის, სადაც შეიძლება გზა იყოს ჩაკეტილი და გამავლობა სრულად იყოს შეზღუდული. რა თქმა უნდა, შეფერხებები არის შემოერთებულ ტერიტორიებზე, ისეთ რელიეფებზე, სადაც უხვი ნალექის გამო დაბალი სიჩქარეა ან ზამთრის საბურავების გარეშე მოძრავ მოქალაქეებს უჭირთ, თუმცა ტრანსპორტს ძირითად ნაწილში, ყველა მიმართულებით შეუძლია გადაადგილება, შეფერხების გარეშე” – განაცხადა პაპავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები