“ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ – იმ ადამიანებს, ქუჩებში რომ დარბიან, თუმცა, ნამდვილად არ ვიცი, რატომ დარბიან; ყველას ერთად ერთი დიდი საქმე გვეკეთებინოს” – მეუფე იაკობი

“ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ – იმ ადამიანებს, ქუჩებში რომ დარბიან. თუმცა, ნამდვილად არ ვიცი, რატომ დარბიან, რა უნდათ, მაგრამ ისე ყოფილიყოს, რომ ყველას ერთად ერთი დიდი საქმე გვეკეთებინოს”, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეკლესია ყოველთვის იქ დგას, სადაც ხალხს სჭირდება.

“ღვთის ქართული საქმე გეკეთებინოს ყველას. ნურავინ დავიბრალებთ, რომ ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, არაფერი იქნებოდაო. საქართველოს ისტორია არც ახლა იწყება, არც 2003 წლიდან დაწყებულა, არც 2012 წლიდან და არც 2026 წლიდან დაიწყება. მუდმივ პროცესში ვართ. მთავარია, ჭკუა ვისწავლეთ ქართველებმა და სხვის ომებში აღარ ვომობთ. ერთმანეთი აღარ დავჭამოთ. გვეყო ეს ყველაფერი. კარგად მივდივართ, მაგრამ ბოლომდე სწორად მივიდეთ, რომ ვინმეს ხახაში არ ჩავუვარდეთ. თუ არავისთან ურთიერთობა არ გქონდა, ვიღაც მაინც გადაგყლაპავს, ცოტა ხანი იქნები და მერე არც ოპოზიციონერი გაგვახსენდება და არცერთი პარლამენტარი.

ერთმანეთს ხელი გავუწოდოთ, გაყოფილი როგორია ახლა, სადღაც მიდიხარ და ვიღაცები პატივს გცემენ, ვიღაცები კიდევ შეშინებულები არიან. არ შეიძლება ქართველები ასე ვიყოთ. საერთო მტერთან ერთად ვიბრძოლოთ, საქართველო გავაძლიეროთ და ერთმანეთში მერე გავარჩიოთ საქმეები. ღმერთს გაუხარდება თუ წმინდა ნინოს ჩვენი ასეთი დაყოფა? ომებში არ ჩავერთეთ და ახლა ის დროა, ერთმანეთი ისე არ დავაზიანოთ, როდესაც მსოფლიო გადანაწილება დაიწყება, ვიღაცის ხახაში არ აღმოვჩნდეთ. ერთმანეთთან კარგად ვიყოთ, არ ვმტრობდეთ, უცხოეთში არ გავრბოდეთ, მოდი დაგვეხმარეო. ასე არ შეიძლება“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები