ირანელმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა შვეიცარიაში თავშესაფარი მოითხოვა
ირანში პოლიტიკური პროტესტების ფონზე, ირანელმა დიპლომატმა თანამდებობა დატოვა და შვეიცარიაში თავშესაფარი ითხოვა, – ამის შესახებ Iran International-ის დიპლომატიურმა წყაროებმა განუცხადეს.
ალირეზა ჯეირანი ჰოკმაბადი ირანის უმაღლესი დიპლომატის თანამდებობას იკავებდა გაერო-ს ევროპულ შტაბ-ბინაში ჟენევაში და ასევე იყო ირანის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში.
მან ოჯახთან ერთად შვეიცარიის მთავრობას თავშესაფარი სთხოვა „ირანში დაბრუნების შიშის, რევოლუციური სიტუაციის კონტექსტში შესაძლო შედეგებისა და ისლამური რესპუბლიკის დაშლის ალბათობის“ გამო.