ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დავოსის ფორუმს არ დაესწრება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი წელს დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს არ დაესწრება.
ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე ფორუმის ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი.
„მიუხედავად იმისა, რომ ის გასულ შემოდგომაზე მიიწვიეს, ბოლო კვირების განმავლობაში ირანში მშვიდობიანი მოსახლეობის ტრაგიკული დანაკარგები შეუფერებელს ხდის მისთვის წელს დავოსში ირანის მთავრობის წარმომადგენლობას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.