“დღეს ევროკავშირი იმყოფება ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ პროცესებში, გადის ძალიან მძიმე საერთაშორისო მოვლენებს” – მახაშვილი

“დღეს ევროკავშირი იმყოფება ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ პროცესებში, გადის ძალიან მძიმე საერთაშორისო მოვლენებს”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს.

როგორც ის განმარტავს, ევროკავშირის შექმნის ისტორიის განმავლობაში, თუკი ოდესმე ესაჭიროებოდა მას პროფესიონალი, კომპეტენტური, გამოცდილი დიპლომატი ადამიანი, ეს დრო სწორედ ახლაა.

“დასანანია, რომ ამ კრიტიკულ მომენტში, ევროკავშირის საგარეო სერვისის ხელმძღვანელი არის კაია კალასი.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, მას შეცვლიან თუ არა, მაგრამ საქართველოს გადმოსახედიდან, იმ ისტორიიდან გამომდინარე, რა არაკომპეტენტური და უსამართლო დამოკიდებულება ჰქონდა კაია კალასს საქართველოსადმი, რა თქმა უნდა, ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ, გამოცდილ და პროფესიონალ ადამიანს ამ საკვანძოდ მნიშვნელოვან თანამდებობაზე”, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები