რატი იონათამიშვილი – “ბიბისის” სტატიაზე: ეს არ იყო შეუგნებელი ქმედება მათი მხრიდან, ეს იყო გამიზნული დეზინფორმაცია და ცილისწამება
“ეს არ იყო შეუგნებელი ქმედება მათი მხრიდან, ეს იყო გამიზნული დეზინფორმაცია და ცილისწამება,” – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა
„ქართული ოცნების“ მიერ “ბიბისის” წინააღმდეგ საჩივარზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენი ქვეყნის შიგნით ვნახეთ, რომ ყველა, ვინც თავის დროზე კამიტის მხარეს დადგა, დღეს ძალიან შეშინებულია და უარყო ამ ყველაფრის შესახებ. ფაქტობრივად, ამით დაადასტურეს, რომ მონაწილეობა მიიღეს დეზინფორმაციის ძალიან ბინძურ კამპანიაში. რაც შეეხება “ბიბისის”, ფაქტობრივად საკუთარ რეპუტაციას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა უკვე და ერთადერთი, რაც უშველის, ეს არის სწორედ ამის აღიარება. ეს არ იყო შეუგნებელი ქმედება მათი მხრიდან, ეს იყო გამიზნული დეზინფორმაცია და ცილისწამება“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.