გიორგი ვოლსკი: ევროკავშირი, ბრიუსელის პოლიტიკის გამო დარჩა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს მიღმა

“ევროკავშირი, ბრიუსელის პოლიტიკის გამო დარჩა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს მიღმა, რომელიც მოლაპარაკებებზე, შეთანხმებებზე, დაძაბულ ურთიერთობებზე და მშვიდობაზე არის ორიენტირებული”, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გერმანიის კანცლერის განცხადებას, რომელმაც რუსეთს ევროპული ქვეყანა უწოდა.

ვოლსკის თქმით, პრაგმატიზმმა უნდა დაძლიოს ის რეალობა, რომელიც ხელოვნურად იქმნება.

„ევროკავშირი ფაქტობრივად, ბრიუსელის პოლიტიკის გამო დარჩა მსოფლიო პროცესების მიღმა, რომელიც მოლაპარაკებებზე, შეთანხმებებზე, დაძაბულ ურთიერთობებზე თუმცა მაინც მოლაპარაკებებზე და მშვიდობაზე არის ორიენტირებული და ამას წინ მოუძღვის აშშ-ის ადმინისტრაცია. ევროპა სრულად დაექვემდებარა „ომის პარტიას“. პრაგმატიზმმა უნდა დაძლიოს ის რეალობა, რომელიც იქმნება ხელოვნურად. საქართველოსთან მიმართებით სამართლიანობა იქნება ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებული თუ კი ამ რეალობას გავითვალისწინებთ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები