ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროკომისიამ კანონის უზენაესობის ინდექსის მონაცემს აფასებს, რომლის მიხედვითაც კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია.
„ეს კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით მოლდოვასთან და უკრაინასთან შედარების კონტექსტში, ადასტურებს, რასაც ჩვენ ვამბობდით ვიზალიბერალიზაციის ანგარიშთან დაკავშირებით – ის განცხადებები, ჩანაწერები, რაც იყო მოცემული ევროკომისიის ამ კონკრეტულ ანგარიშში, იყო პოლიტიკურად მოტივირებული და ემსახურებოდა ვიწრო პოლიტიკურ ნარატივებს თუ შემდგომი გადაწყვეტილებების გამართლების მცდელობას და მას რეალობასთან კავშირი არ აქვს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.