ზამურ ჭითანავა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, ილია ჯალაღანიასთან, ერთად მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლების მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოფელ ბალიჭისა და დარბაზის მცხოვრებლებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მათ წინაშე არსებული საჭიროებები გააცნეს.
“აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში, მოქალაქეთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და ეს პროცესი მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება.
მოსახლეობასთან შეხვედრას, ასევე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ნიკა კობახიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,”- წერია ინფორმაციაში.