თემო მაჭარაშვილი: საერთაშორისო გამოფენები ბერლინში, მადრიდში, ასევე სხვადასხვა ინფლუენსერების ჩამოყვანა საქართველოში ამას ყველაფერს აქვს თავისი დადებითი შედეგი
“საერთაშორისო გამოფენები ბერლინში, მადრიდში, ასევე სხვადასხვა ინფლუენსერების ჩამოყვანა საქართველოში ამას ყველაფერს აქვს თავისი დადებითი შედეგი,” – ამის შესახებ “კვირას” Travel Bee-ის დამფუძნებელმა თემო მაჭარაშვილმა განუცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ჩართულობამ პოზიტიურად იმოქმედა ვიზიტორების ზრდაში.
“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში გვაჩვენებს, რომ საქართველო რეკორდული მაჩვენებლებით ხვდება ახალ სეზონს. ტურისტული ვიზიტორების მაჩვენებელი მთელი მსოფლიოდან იზრდება არა მხოლოდ იმ ქვეყნებიდან საიდანაც სისტემატურად ჩამოდიოდნენ სტუმრები, არამედ ისეთი ეგზოტიკური ქვეყნებიდან როგორიცაა ინდონეზია და სხვა აზიის ქვეყნები. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ჩართულობას ამ პროცესში პოზიტიურად ვაფასებ. “ბითუბი” შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე საერთაშორისო გამოფენები ბერლინში, მადრიდში, ასევე სხვადასხვა ინფლუენსერების ჩამოყვანა საქართველოში ამას ყველაფერს აქვს თავისი დადებითი შედეგი. ცხადია, პრობლემებიც გვაქვს ინფრასტრუქტურული გაგებით გუდაურში თუ ბაკურიანში, მაგრამ მთლიანობაში ვფიქრობ, რომ ქვეყანა წინ მიდის ტურისტული მიმართულებით,”- განუცხადა “კვირას” თემო მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით,
საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია.
მათივე ცნობით, გასულ წელს საქართველოში 7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +5.9%-ით მეტია.