რატი იონათამიშვილი: BBC-მ ფაქტობრივად საკუთარ რეპუტაციას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა
“ერთადერთი, რაც უშველის, ეს არის სწორედ ამის აღიარება. ეს არ იყო შეუგნებელი ქმედება მათი მხრიდან, ეს იყო გამიზნული დეზინფორმაცია და ცილისწამება”,- ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი BBC-ის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” საჩივარს.
მისი თქმით, BBC-მ საკუთარ რეპუტაციას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა.
„ჩვენი ქვეყნის შიგნით ვნახეთ, რომ ყველა, ვინც თავის დროზე კამიტის მხარეს დადგა, დღეს ძალიან შეშინებულია და უარყო ამ ყველაფრის შესახებ. ფაქტობრივად, ამით დაადასტურეს, რომ მონაწილეობა მიიღეს დეზინფორმაციის ძალიან ბინძურ კამპანიაში. რაც შეეხება BBC-ის, ფაქტობრივად საკუთარ რეპუტაციას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა უკვე და ერთადერთი, რაც უშველის, ეს არის სწორედ ამის აღიარება. ეს არ იყო შეუგნებელი ქმედება მათი მხრიდან, ეს იყო გამიზნული დეზინფორმაცია და ცილისწამება“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.