ხულოს მერმა წლის შემაჯამებელი თათბირი გამართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ წლის შემაჯამებელი თათბირი გამართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
“თათბირის ფარგლებში განხილულ იქნა მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების შედეგები, ასევე ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები.
მერმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტის მიზნობრივი, ეფექტიანი და გამჭვირვალე შესრულება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს და უზრუნველყოფს დაგეგმილი ღონისძიებების დროულ და ხარისხიან განხორციელებას.
ვახტანგ ბერიძემ მადლობა გადაუხადა მერიის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის”,- წერია ინფორმაციაში.