“ტექნიკურმა სამსახურმა სტიქიის გამო დაზიანებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ნაწილი აღადგინა” –„ენერგო-პრო ჯორჯიას“

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა სამსახურმა სტიქიის გამო დაზიანებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ნაწილი აღადგინა”, – ამის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯია“ იტყობინება.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, იმერეთში და რაჭა-ლეჩხუმში არსებული 265 000 ათასი აბონენტიდან, ამ დროისთვის, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება 40 ათასამდე აბონენტს, სამეგრელოში არსებული 142 000 ათასი აბონენტიდან კი 20 000-მდე აბონენტს.

„საერთო ჯამში, სტიქიის გამო, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტიების დაახლოებით 5 %-ს. საგანგებო რეჟიმში მუშაობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გართულებული გადაადგილების მიუხედავად, კომპანიის ადგილობრივი და სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული ოპერატიული ტექნიკური ბრიგადები გადანაწილებულები არიან დაზიანებების ადგილებზე, სადაც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. უამინდობამ საკმაოდ დიდი რაოდენობის ავარია გამოიწვია დასავლეთ საქართველოს ელექტროენერგიის როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის ქსელებში აღდგენითი სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, სანამ სრულად არ აღდგება ენერგომომარაგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები