ქარელში ბავშვებისთვის საახალწლო სპექტაკლი გაიმართა
ქარელის კულტურის ცენტრში, ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით პატარებისათვის წარმოდგენა „საახალწლო ზღაპარი” გაიმართა. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
ზღაპრის გმირებმა ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და ბედნიერი მომავალი უსურვეს.
ღონისძიების დასასრულს ყველა პატარას გადაეცა საახალწლო საჩუქარი.