საფრანგეთი 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას გეგმავს

საფრანგეთი 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვას გეგმავს, რომელიც მომავალი წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

ამის შესახებ Franceinfo შესაბამისი კანონპროექტის ტექსტზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ცნობილია, მისი განხილვა პარლამენტში იანვრის დასაწყისში გაიმართება.

პორტალის ცნობით, კანონპროექტი ორ წინადადებას შეიცავს, რომელთაგან მეორე საშუალო სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას გულისხმობს. გამოცემის წყაროებმა დააზუსტეს, რომ დოკუმენტი „ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად“ იქნა შემუშავებული.

„მრავალი კვლევა და ანგარიში ადასტურებს მოზარდების მიერ ციფრული ეკრანების ჭარბ გამოყენებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა რისკებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მთავრობამ რისკებად „შეუსაბამო კონტენტის ზემოქმედება“, ბულინგი და ძილის დარღვევა დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები