ისრაელი აცხადებს, რომ 2026 წლიდან ღაზაში რამდენიმე ჰუმანიტარული ორგანიზაციის საქმიანობას შეაჩერებს

ისრაელმა განაცხადა, რომ ღაზას სექტორში ოცზე მეტ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას, მათ შორის „ექიმები საზღვრების გარეშე“ და „CARE“-ს, საქმიანობა აუკრძალა.

მიზეზად რეგისტრაციის ახალი წესების შეუსრულებლობა სახელდება.

ისრაელი აცხადებს, რომ წესების მიზანია “ჰამასის” და სხვა მებრძოლი ჯგუფების დახმარების ორგანიზაციებში შეღწევის თავიდან აცილება. თუმცა, ორგანიზაციები აცხადებენ, რომ წესები თვითნებურია და აღნიშნავენ, რომ ახალი აკრძალვა ზიანს მიაყენებს მშვიდობიან მოსახლეობას, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.

ომის განმავლობაში ისრაელი აცხადებდა, რომ “ჰამასი” დახმარების მარაგს ითვისებდა, რასაც გაერო და ჰუმანიტარული ჯგუფები უარყოფენ. ისრაელის მიერ წლის დასაწყისში გამოცხადებული ახალი წესების თანახმად, ღაზაში მუშაობის გასაგრძელებლად, ჰუმანიტარული ორგანიზაციებისგან თავიანთი თანამშრომლების სახელების რეგისტრაციას და დაფინანსებისა და ოპერაციების შესახებ დეტალების მიწოდებას მოითხოვენ.

ისრაელის განცხადებით, 30-ზე მეტმა ჯგუფმა – ღაზაში მოქმედი ორგანიზაციების დაახლოებით 15%-მა – არ შეასრულა მოთხოვნა და შესაბამისად, მათი საქმიანობა შეჩერდებოდა.

ასევე ნათქვამია, რომ „ექიმები საზღვრების გარეშე“, ღაზაში ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ცნობილი ჯგუფი, არ პასუხობს ისრაელის ბრალდებებს, რომ მისი ზოგიერთი თანამშრომელი “ჰამასთან” ან ისლამურ ჯიჰადთან იყო დაკავშირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები