კახა კალაძე: აფხაზეთის საკითხის განხილვა, უშიშროების საბჭოს ფორმატში, მნიშვნელოვანია
აფხაზეთის საკითხის განხილვა, თუნდაც უშიშროების საბჭოს ფორმატში, მნიშვნელოვანია – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. მინისტრმა, პრემიერ-მინისტრის შეთავაზება აფხაზების მიმართ პირველად მოისმინა და მისთვის ამ ინიციატივის დეტალები უცნობია. “ვფიქრობ, ამ თემის გუნდში განხილვა და თუნდაც იმ ფორმატში, რასაც უშიშროების საბჭო ჰქვია, მნიშვნელოვანია. კონკრეტიკაზე საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა. მე პირველად მოვისმინე პრემიერისგან ის, რაც დღეს იქნა გაჟღერებული. დეტალებზე უახლოეს მომავალში შეგვეძლება საუბარი” – განაცხადა კახა კალაძემ.