ქუთაისში კორპუსს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა

ქუთაისში, ე.წ. პასილოკის დასახლებაში საცხოვრებელ კორპუსს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა.
ქარმა რამდენიმე წლის წინ გარემონტებულ კორპუსს სახურავი მთლიანად გადააძრო, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივების თქმით, უამინდობის დროს პრობლემები მთლიანად კორპუსში მცხოვრებ ყველა ადამიანს შეექმნება, ამიტომ ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები