პრემიერი: ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხი იმით იზომება, რა მდგომარეობაა საპატიმროებში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილებები, რომლებიც ამ ორი წლის განმავლობაში განხორციელდა, ყველაზე მეტად სასჯელაღსრულების სისტემაში იგრძნობა.
პრემიერის თქმით, ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხი იმით იზომება, რა მდგომარეობაა საპატიმროებში და როგორ ექცევიან პატიმრებს. “ის, რაც ჩვენ დაგვხვდა და რაც ხდებოდა საპატიმროებში, ადამიანურობის ყოველგვარ ფარგლებს სცილდებოდა. ეს აღარასოდეს განმეორდება. პატიმრობა არ ნიშნავს სასიკვდილო განაჩენს. ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხი იმით იზომება, რა მდგომარეობაა საპატიმროებში და როგორ ექცევიან პატიმრებს. სწორედ ეს მიდგომა არის ჩვენთვის პრიორიტეტული, ამიტომაც გავაუმჯობესეთ სასჯელის მოხდის პირობები – დაიხვეწა საკანონმდებლო ბაზა და მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა. მუშაობს სპეციალური პროგრამა C ჰეპატიტით დაავადებული პატიმრების მკურნალობისათვის. მნიშვნელოვანი მკურნალობა უტარდებათ ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმრებსაც და მათი რიცხვიც საგრძნობლად შემცირდა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა სასტუმრო “რედისონში”, სადაც საზოგადოებას 2-წლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები