ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ორწლიანი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ორწლიანი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს, – ამის შესახებ პრემიერმა 25 ოქტომბერს გამართულ კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ანგარიშის წარდგენა სასტუმრო “რედისონში” დღეს 12:00 საათზე იგეგმება.