ევროკავშირის პროკურატურამ მოგერინისა და კიდევ ორი პირის წინააღმდეგ ბრალდებები წამოაყენა

ევროკავშირის ყოფილ უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის და კიდევ ორ პირს ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი ევროკავშირის დაფინანსებასთან დაკავშირებული თაღლითობისა და კორუფციის საქმესთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის პროკურატურის (EPPO) განცხადებაში.

“ევროკავშირის პროკურატურის მოთხოვნით, გუშინ ბრიუსელში დააკავეს ბრიუგეში მდებარე ევროპის კოლეჯის რექტორი და მაღალი თანამდებობის პირი, ასევე ევროკომისიის მაღალჩინოსანი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდა დიპლომატთა მომზადების პროგრამასთან დაკავშირებული სავარაუდო თაღლითობის გამოძიების ფარგლებში”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ძირითადი საგამოძიებო შინაარსი უკავშირდება ეჭვს, რომ ბრალდებულებმა არასწორად გამოიყენეს ევროკავშირის მიერ გამოყოფილი სახსრები და პროგრამების ფარგლებში, სავარაუდოდ, უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს.

EPPO-ს ცნობით, გამოძიება რამდენიმე თვე გრძელდებოდა და მოიცავდა როგორც ფინანსურ, ისე ადმინისტრაციულ დოკუმენტაციას.

სამივე ფიგურანტს ბრალი უკვე ოფიციალურად წარედგინა. მათ მიმართ არ გამოყენებულა წინასწარი დაკავების ღონისძიება, თუმცა გამოძიება გრძელდება და EPPO მხარეებს მოუწოდებს ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოებთან.

საგამოძიებო უწყებაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე გამოძიების შესახებ სხვა დეტალებს ვერ გაასაჯაროებენ, რათა გამოძიების შედეგებს საფრთხე არ შეექმნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები