ცნობილია, როდის ჩატარდება სახელმწიფო ენის გამოცდა

6 დეკემბერს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9) სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება.

ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, A დონის გამოცდისათვის რეგისტრაცია დაიწყება 09:00 საათზე, გამოცდა – 10:00 საათზე. B დონის გამოცდისათვის რეგისტრაცია – 14:00 საათზე, გამოცდა – 15:00 საათზე.

“აუცილებელია რეგისტრირებული აპლიკანტები დროულად გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრში – დაგვიანების შემთხვევაში ისინი გამოცდაზე აღარ დაიშვებიან”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები