ირაკლი ზარქუა – მოლდოვაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებაზე: საქართველო, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ეკონომიკური ზრდა აქვს – ასეთ ქვეყანას, ენა მოგიბრუნდათ და აძაგებთ

“საქართველო, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ეკონომიკური ზრდა აქვს – ასეთ ქვეყანას, ენა მოგიბრუნდათ და აძაგებთ,”- ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ მოლდოვაში შექმნილ რთულ ეკონომიკურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

“თურმე, უკრაინა და მოლდოვა წინ არიანო საქართველოსთან მიმართებაშიო. აგერ, ზელენსკი გამოვიდა სამი დღის წინ და თქვა, რომ ჩვენი ქვეყანა ორი არჩევანის წინაშე არისო, ან სუვერენიტეტი ან ღირსება დავკარგოთო. ეს არჩევანი გაძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ უკრაინა საქართველოზე წინ არის?
რაც შეეხება მოლდოვას, ერთი ომი არ არის იქ თორემ ისე არის გაუბედურებული – ინფლაცია, მაღალი უმუშევრობა, საგარეო ვალი მაქსიმუმზე არის ასულიო. ეს ქვეყნები თქვენ საქართველოზე წინ დააყენეთ. საქართველო, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ეკონომიკური ზრდა აქვს უკვე მერამდენე წელია, დასაქმება, მთლიანი შიდა პროდუქტი 100 მილიარდს ასცდა, სახელმწიფო ბიუჯეტი პირველ ადგილას არის მსოფლიოში გამჭვირვალობით, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლაში, ჩვენი გუნდის წევრებსაც კი, ვისაც რაღაც დარღვევები აქვთ, მათ მიმართაც კი შეურიგებლები ვართ, და თქვენ ასეთ ქვეყანას, ენა მოგიბრუნდათ და აძაგებთ, აშავებთ და შავ პიარს უგორებთ,” – აცხადებს ირაკლი ზარქუა.

ცნობისთვის, მოლდოვის მთლიანი სახელმწიფო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ცნობილი ხდება, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის უცხოელ კრედიტორებზე დამოკიდებულება 3.3 პროცენტით გაიზარდა, საგარეო ვალი კი მთლიანი ვალის 62 პროცენტზე მეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები