ირაკლი კობახიძე Washington Examiner-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორზე – ეს კონკრეტული ადამიანიც არის უცხოური გავლენის აგენტი, ეს არის ღალატი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა ასეთი ადამიანებისგან ღალატი, ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს

ეს არის, რა თქმა უნდა, ღალატი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა ასეთი ადამიანებისგან ღალატი, ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც Washington Examiner-ში ანი ჩხიკვაძის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს კონკრეტული ადამიანიც არის უცხოური გავლენის აგენტი.

„ეს კონკრეტული ადამიანიც არის უცხოური გავლენის აგენტი. თავის დროზე, მუშაობდა „ამერიკის ხმაში” და ძალიან კარგად მოგეხსენებათ იგივე პრეზიდენტ ტრამპის დამოკიდებულება „ამერიკის ხმის” მიმართ. ეს კონკრეტული მედიასაშუალება იყო დაკავებული ძალიან მძიმე საქმიანობით, მათ შორის, კონკრეტული სახელმწიფოების წინააღმდეგ და ასეთ ტელევიზიაში მუშაობდა ეს კონკრეტული ადამიანი. ამიტომ გასაკვირი არ არის რომ დღეს უკვე სხვა მედიასაშუალებიდან ავრცელებს ასეთივე საქმიანობას. ეს არის, რა თქმა უნდა, ღალატი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა ასეთი ადამიანებისგან ღალატი, ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს,”- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები