იაპონია ჩინეთში მყოფ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
იაპონიამ, ჩინეთში მყოფი თავისი მოქალაქეები გააფრთხილა, გააძლიერონ უსაფრთხოების ზომები, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პეკინსა და ტოკიოს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, იაპონია მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს.
ჩინეთმა მოუწოდა თავის მოქალაქეებს, არ იმოგზაურონ იაპონიაში, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენოს იაპონიის ეკონომიკას, რადგან ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად ჩინელები იქ მცხოვრები ტურისტების თითქმის მეოთხედს შეადგენენ.
შეგახსენებთ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ რამდენიმე დღის წინ იაპონელ კანონმდებლებს განუცხადა, რომ ჩინეთის თავდასხმამ ტაივანზე, შესაძლოა, იაპონიის მხრიდან სამხედრო რეაგირება გამოიწვიოს.