ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარ ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი ხეს შეეჯახა.
ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.