რუსეთში ენერგეტიკული სასმელების გამო, მამაკაცმა სიარულის უნარი დაკარგა
22 წლის ნადიმელმა არტიომმა ენერგეტიკული სასმელების წლების განმავლობაში მოხმარების შემდეგ, სიარულის უნარი დაკარგა.
რუსი მამაკაცი რვა წლის განმავლობაში, ღამით ონლაინ თამაშების თამაშის დროს ენერგეტიკული სასმელების რეგულარული მიღების შემდეგ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აღმოჩნდა.
როგორც მედია აღნიშნავს, მან ერთი ქილით დაიწყო, შემდეგ კი დღეში რამდენიმეზე გადავიდა, ხშირად კი სასმელს უზმოზე იღებდა.
მას პანკრეასის პრობლემა განუვითარდა. ორგანომ, ფაქტობრივად, დაიწყო ლპობა, რამაც ყველაფერზე იმოქმედა: მისი ღვიძლი, ელენთა და ნერვული სისტემა დაზიანდა.
მამაკაცი ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის სანქტ-პეტერბურგში და ისევ სწავლობს სიარულს. ექიმების თქმით, გამოჯანმრთელება შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს.
ამ ფონზე, მეცნიერები კიდევ ერთი რისკის შესახებ იუწყებიან: ტაურინმა (ენერგეტიკული სასმელების გავრცელებული ინგრედიენტი) შეიძლება დააჩქაროს სისხლში კიბოს უჯრედების ზრდა.