კერძო სექტორის მხარდამჭერი მმართველობით, საქართველოს მთავრობა მსოფლიოს საუკეთესო ოცდაათეულში და ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ჩენდლერის ინსტიტუტი, კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, მარეგულირებელი მმართველობის რეიტინგს აქვეყნებს.
წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, მარეგულირებელი მმარველობის ინდიკატორი განიმარტება, როგორც “მთავრობის უნარი, შეიმუშაოს და განახორციელოს გონივრული პოლიტიკა და რეგულაციები, რომლებიც საშუალებას მისცემს და ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას”.
კვლევა წარმოებულია მსოფლიოს ბანკის პროექტის “გლობალური მმართველობოს ინდიკატორების” მიერ.
კერძო სექტორის მხარდამჭერი მმართველობით საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიიღო, მსოფლიოს საუკეთესო ოცდაათეულში 29-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-19 ადგილზე გამწესდა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 15 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი.
მსოფლიო ბანკის ამ გლობალური კვლევის ფარგლებში, საქართველო შეაფასა შვიდმა საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ და პროექტმა. ესენია: გერმანული ორგანიზაცია ბეტსელმანის ტრანსფორმაციის ინდექსი, ბრიტანული ორგანიზაცია იკონომისტ ინტელიჯენს იუნითი, ამერიკული ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუინდეიშენის ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია სტანდარტ ენდ ფუარსი, მსოფლიო ბანკის მეწარმეთა გამოკითხვის პროექტი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოკითხვის ანგარიში და ამერიკული ორგანიზაცია მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი.