სატელეფონო „ხულიგანი“ – „პრანკერ“ ვოვანი სააკაშვილს უკრაინის შს მინისტრის სახელით ესაუბრა
სატელეფონო „ხულიგანი“ ვლადიმირ კრასნოვი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის შს მინისტრის არსენ ავაკოვის სახელით ესაუბრა. ამის შესახებ პარტია „მწვანეების ალიანსის“ თავმჯდომარემ ოლეგ მიტვოლმა განაცხადა.
„წარმოგიდგენიათ, კიევიდან რეკავს მინისტრი და კითხულობს: შენ ნიუ-იორკში ხარ ახლა? ვის შეუძლია ფულით დაგვეხმაროს? რუსეთთან საბრძოლველად გვჭირდება ცოტა. სააკაშვილმა მას სახელმწიფო დეპარტამენტში ერთი ადამიანის ტელეფონის ნომერი მისცა, რომელსაც დახმარება შეუძლია“, – აღნიშნა მიტვოლმა.
შეგახსენებთ, მანამდე „პრანკერ“ ვოვანმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირას სააკაშვილთან საუბრის ჩანაწერს გამოაქვეყნებდა. „პრანკერის“ თქმით, საუბარში სენატორ მაკკეინის სახელიც იქნება აღნიშნული, რომელთანაც დააკავშირა სატელეფონო „ხულიგანი“ მიხეილ სააკაშვილმა.
„პრანკერ“ ვოვანის სატელეფონო „ხულიგნობა“ პირველი არ არის. მანამდე მისი „მსხვერპლები“ ცნობილი პოლიტიკოსები, სპორტსმენები და სხვა სფეროს წარმომადგენლები გახდნენ.