“ქართული საფინანსო სისტემა და საბანკო სექტორი, ეროვნული ბანკის და კომერციული ბანკების ლიდერობით, პირველივე დღიდან ზედმიწევნით ზუსტად იცავს საერთაშორისო სანქციებს, რომლებიც შეეხება უშუალოდ სექტორს” – აბაშიშვილი

“ქართული საფინანსო სისტემა და საბანკო სექტორი, ეროვნული ბანკის და კომერციული ბანკების ლიდერობით, პირველივე დღიდან ზედმიწევნით ზუსტად იცავს საერთაშორისო სანქციებს, რომლებიც შეეხება უშუალოდ სექტორს”, – ამის შესახებ  „იმედი კვირას“ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს” დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა სალომე ზურაბიშვილის და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საფინანსო სექტორზე განხორციელებულ შეტევაზე საუბრისას განუცხადა.

„ამ პერიოდიდან მოყოლებული არ არსებობს არც ერთი მაგალითი, რომელიც რაიმე ტიპის კითხვას გააჩენდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ ქართულ საბანკო სისტემასთან მიმართებით“, –  განმარტა აბაშიშვილმა.

შეგახსენებთ, ქართული საბანკო სექტორის შესახებ ცრუ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში გაავრცელა და თქვა, რომ საჯარო მოხელეებზე ქართული ბანკები უპროცენტო სესხებს გასცემენ და თუ დავალებას კარგად შეასრულებენ სესხებს უნულებენ.

ზურაბიშვილის ინტერვიუდან მალევე, X-ზე „ქართუ ბანკის“ და ქვეყნის სხვა ბანკების დასანქცირება მოითხოვა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები