“არსებობს მხოლოდ ერთი მიზანი, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ქმედებებით დაპირისპირებულნი არიან ევროპულ სტანდარტებთან” – ვოლსკი
“არსებობს მხოლოდ ერთი მიზანი, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ქმედებებით დაპირისპირებული არიან ევროპულ სტანდარტებთან”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ALDE-ს რეზოლუციაზე საუბრისას განუცხადა.
„კაია კალასმა გამოაცხადა, რომ არ იცოდა, მისი ქმარი რუსეთში ბიზნესით თუ იყო დაკავებული. მისმა ქმარმა თქვა, რომ არ ვიცოდი, თუ ეს აკრძალული იყოო. ეს ადამიანი დღეს საგარეო კურსს ხელმძღვანელობს.
არ ამბობენ იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადაიქცა რევოლუციურ კომიტეტად. წლების განმავლობაში ფაქტობრივი მასალა დაგროვდა, რომ ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ვისაუბროთ იმაზე, რომ დესტაბილიზაცია იყო ამოცანა და რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსვლა. ეს ფაქტები მათთვის არანაირი მნიშვნელობის მატარებელი არ არის“, – აღნიშნა ვოლსკიმ.