თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა ჩინეთში პირველი გასტროლი გამართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა ჩინეთში პირველი გასტროლი გამართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თეატრი 31 ოქტომბერსა და 1-ელ ნოემბერს, ქ. შენჭენში, ლუნგმას თეატრალური საზოგადოების კულტურის ცენტრში წარდგა რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო პროექტით, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი სპექტაკლით „საქართველო“.
თეატრალურ დასს ცნობილმა ჩინელმა მსახიობმა და ლუნგმას თეატრალური საზოგადოების შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, რეჟისორმა და პროდიუსერმა ჭანგ კუოლიმ უმასპინძლა.
ჭანგ კუოლის ინიციატივით, მასსა და ქართველ რეჟისორს შორის შედგა დიალოგი საქართველოს თოჯინებისა და ჩინეთის ჩრდილების თეატრების როლის, მათი საქმიანობის მნიშვნელობის შესახებ.
თოჯინების სახელმწიფო თეატრი ჩინეთში კომპანია “Vancy Culture-ის” მიწვევით იმყოფებოდა. ეს კომპანია წლებია, ჩინეთსა და სხვადასხვა ქვეყანაში მსოფლიო დონის სახელოვნებო პროექტებს ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები