33 წლის ექიმი, ნიკოლოზ ხაბელაშვილი გარდაიცვალა
33 წლის ექიმი, ნიკოლოზ ხაბელაშვილი გარდაიცვალა.
ახალგაზრდა ექიმი გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტი იყო.
კოლეგების ინფორმაციით, ხაბელაშვილს სტენტი ჩაუდგეს, თუმცა, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ თრომბი განუვითარდა, რის შედეგადაც ექიმი გარდაიცვალა.
„ექიმი, რომელსაც არაერთი სიგიჟე ჩაუდენია პაციენტის გადასარჩენად. ადამიანი, რომელიც ყოველთვის ამშვიდებდა სხვებს და იუმორს არასდროს კარგავდა. საქართველომ შენი სახით დაკარგა არაჩვეულებრივი შვილი და პროფესიონალი ექიმი. შეხვედრამდე, ნიკა ექიმო,“ – წერს გარდაცვლილის მეგობარი.