“17:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 175 817 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33,5 %-ია”, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.
როგორც მან კიდევ ერთხელ განმარტა, კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდება.
“ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც, საუბნო-საარჩევნო კომისიის დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ადამიანებს და ისინი შეძლებენ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას”, – აღნიშნავს იოსელიანი.