საერთაშორისო დამკვირვებელი: არჩევნები გამართულად მიმდინარეობს

„არჩევნები გამართულად მიმდინარეობს და ამომრჩეველთა აქტივობაც საკმაოდ კარგია”, – ამის შესახებ ბოსნია და ჰერცოგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა ვანია ბიელიკა პრუტინამ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის შესახებ განაცხადა.

„მქონდა შესაძლებლობა დავკვირვებოდი არჩევნებს ოთხ საარჩევნო უბანზე. არჩევნები გამართულად მიმდინარეობს და ამომრჩეველთა აქტივობაც საკმაოდ კარგია. ამომრჩევლები კარგად არიან ინფორმირებულები ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ და ვფიქრობ, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მართლაც შესანიშნავი სამუშაო შეასრულა ამომრჩეველთა განათლების მიმართულებით. მსურს აღვნიშნო, რომ საარჩევნო უბნების წევრები სათანადოდ არიან გადამზადებულები. ყველაფერი გამართულად მიმდინარეობს და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაც შეუფერხებლად ხორციელდება“, – განაცხადა ვანია ბიელიკა პრუტინამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები