ირაკლი კობახიძე საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
თბილისობასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერმა საპატიო თბილისელის წოდება სხვადასხვა პროფესიის 30 ადამიანს მიანიჭა.
საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.