კულტურის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს „ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელს – შერმანდი ჭკუასელს

კულტურის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს „ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელს – შერმანდი ჭკუასელს.
„ქართული ფოლკლორის მსოფლიო აღიარებისთვის ჩვენმა დიდმა ხელოვანებმა ფასდაუდებელი როლი ითამაშეს და მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი შერმანდი ჭკუასელს უკავია.
„ერისიონის” ოქროს ხანა სწორედ მის სახელს უკავშირდება. ბ-ნი შერმანდის ხელმძღვანელობით, ანსამბლმა გააკეთა ათეულობით ქართული ხალხური სიმღერის აუდიო ჩანაწერი, რომელიც თაობებს დარჩება.
ვუსურვებთ მას დიდხანს სიცოცხლესა და კიდევ მრავალ წარმატებას ლეგენდარულ “ერისიონთან” ერთად“! – წერია მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები