„ეუთო/ოდირის არგუმენტი, რომ ერთი თვე სადამკვივრებლო მისიის მოსამზადებლად საკმარისი არაა, რელევანტური არ არის” – კონსტანტინე ჟღენტი
“როგორც ეუთო, ისე ევროპარლამენტი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა – ყველა არის იმ პროცესების გავლენის ქვეშ, რაც ახლა მსოფლიოში ხდება”, – ამის შესახებ დიპლომატმა, კონსტანტინე ჟღენტმა გადაცემაში „EURO ანატომია“ ისაუბრა.
აღნიშნულით ის დროის სიმცირის საბაბით ეუთო/ოდირის უარს გამოეხმაურა – მიავლინოს მისია საქართველოში 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად.
„ეუთო/ოდირის არგუმენტი, რომ ერთი თვე სადამკვივრებლო მისიის მოსამზადებლად საკმარისი არაა, რელევანტური არ არის. ეუთო/ოდირის ეს პოზიცია არის ორმაგი სტანდარტი, რადგან ერთი თვე სავსებით საკმარისი დროა იმისთვის, რომ აქ მისია ჩამოვიდეს. თუ ეს არ არის საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნები და არის ადგილობრივი არჩევნების სადამკვირვებლო მისია, სავსებით საკმარისია ის ერთი თვე, რომ ჩამოვიდეს, დააკვირდეს და დასკვნა გამოიტანოს, ამიტომ ვამბობთ, რომ მათ ბულინგის შეეშინდათ“, – აღნიშნა კონსტანტინე ჟღენტმა.