ბაია კვიციანმა დუშეთის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ და დამსახურებულ პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცა და ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები დააჯილდოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ – ბაია კვიციანმა ქალაქ დუშეთის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ და დამსახურებულ პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცა და ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები დააჯილდოვა.
ბაია კვიციანმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებსაც სამინისტრო პედაგოგების მხარდასაჭერად ახორციელებს და მომავალშიც უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
ღონისძიების ფარგლებში, ბაია კვიციანმა 2023 – 2024 წლის მედალოსნები დააჯილდოვა და თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. დუშეთის მუნიციპალიტეტში სულ 33 მედალოსანია. 23 – ოქრო და 10 – ვერცხლი.
ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.