რუსულ-აფხაზური ე.წ. შეთანხმების თემაზე ზალკალიანი დიპკორპუსს შეხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციას დიპლომატიურ კორპუსს დღეს მიაწვდის.
მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებული დიპკორპუსის ხელმძღვანელებს შეხვდება. აღნიშნული გეგმა საგარეო უწყებამ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის შემდეგ შეიმუშავა. განხილვის თემა ჟენევის მოლაპარაკებები და მეზობელი ქვეყნიდან მომავალი საფრთხეები იქნება, რომელიც, დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებების ერთადერთ საშუალებას საფრთხის ქვეშ აყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები