დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

ნატოს შტაბ-ბინაში დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. როგორც “კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.
უწყების ცნობით, 28+1 ფორმატის სხდომაზე ქართული მხარე მოკავშირეებთან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცის გეგმას განიხილავს. გეგმა საქართველოს თავდაცის სამინისტრომ ნატოს საერთაშორისო სამსახურთან ერთად შეიმუშავა. ქართულ დელეგაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან: საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი და თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლები.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, ვიზიტის ფარგლებში, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრებს გამართავს ალიანსის წევრი ქვეყნების, საერთაშორიო სამსახურის და საერთაშორისო სამხედრო სამსახურის წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები