“სომხეთი ევრაზიული კავშირის ტერიტორიაზე პროდუქციას საქართველოს გავლით შეიტანს“

  სომხეთის პრეზიდენტის მრჩეველის კარინა მინასიანის განცხადებით, სომხეთი ევრო-აზიური კავშირის ტერიტორიაზე პროდუქციას საქართველოს გავლით შეიტანს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთმა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან მიერთებას ხელი ოქტომბრის დასაწყისში მოაწერა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის თქმით, არსებობს ზოგადი შეთანხმება, რომ საქართველო და სომხეთი ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით ერთმანეთს პრობლემებს არ შეუქმნიან.
შეგახსენებთ, რომ სომხეთს კავშირის არცერთ წევრ სახელმწიფოსთან საერთო საზღვარი არ აქვს და მათ, ძირითადად, საქართველოს მეშვეობით უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები