ნოე ჟორდანიას სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა გრძელდება, რის გამოც, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კერძოდ, მათივე ცნობით, 2 აგვისტოს 09:00 საათიდან 4 აგვისტოს 06:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ნოე ჟორდანიას სანაპიროზე, ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მეტეხის გვირაბის მიმართულებით.

„სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება გზის სავალი ნაწილის მხოლოდ ერთ განაპირა ზოლში.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები