ლევან მახაშვილი – ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: ეს ადამიანები არიან თაღლითები და არა პოლიტიკოსები, რომელთაც საზოგადოების ბედი აღელვებთ
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან თაღლითები და არა ის პოლიტიკოსები, ვისაც საზოგადოების ბედი აინტერესებთ.
„ყველა ადამიანისთვის, რომელსაც აინტერესებს სიმართლე, წერტილი უნდა დაესვას იმ მანიპულაციებს, ტყუილებს, რაც ვიხილეთ და რასაც ვხედავთ, წლების განმავლობაში, ხაზარაძის ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების მხრიდან.
ეს იყო კიდევ ერთი დასტური, რომ ეს ადამიანები, თავიანთი პარტნიორებით, დამფინანსებლებით, თუ ვერდამფინანსებლებით, პოლიტიკური გუნდით თუ ლობისტებით, ყველა მათგანი გამტყუნდა საქართველოს სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე.
ეს უნდა იყოს საზოგადოებისთვისაც ძალიან კარგი ნიშანი, თუ რეალურად რას წარმოადგენენ ეს ადამიანები. ეს ადამიანები არიან თაღლითები და არა პოლიტიკოსები, რომელთაც აღელვებთ საზოგადოების ბედი“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. უწყების ცნობით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.