ახმეტაში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები გადახადა და მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა.
სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და საყრდენები, რის გამოც ქალაქ ახმეტას და რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
გარდა ამისა, ჩახერგილია საავტომობილო გზებიც.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და მერიის შესაბამისი სამსახურები.
მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.